Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირზე ოპოზიციას საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა მოსთხოვეს


საავტომობილო მოძრაობის აღდგენის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. მისმა მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „დაცული მოძრაობის“ წევრი ტაქსის მძღოლები არიან და ოპოზიციისგან რუსთაველის გამზირიდან საკნების გატანას და მოძრაობის აღდგენას ითხოვენ. თავის მხრივ, ოპოზიციის ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილმა, ლევან გაჩეჩილაძემ და ბიძინა გუჯაბიძემ განაცხადეს, რომ აქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მმართველი პარტიის გლდანის ორგანიზაციის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG