Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო კმაყოფილია ჟენევის კონსულტაციებზე მიღწეული "პროგრესით"


ეუთოს მორიგე თავმჯდომარემ, საბერძნეთმა, კმაყოფილება გამოთქვა პროგრესით, რომელიც - ეუთოს პრესრელიზის თანახმად - მიღწეულ იქნა კავკასიის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მეექვსე რაუნდზე ჟენევაში. ეუთოში საბერძნეთის ელჩის ხარალამპოს ხრისტოპულოსის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 14 ივლისისთვის გალში დაინიშნა შეხვედრა ინციდენტების პრევენციის მექანიზმზე მსჯელობის მიზნით. გარდა ამისა, გადაწყდა, რომ ჟენევის ფორმატით დისკუსიების მორიგი, მეშვიდე რაუნდი 17 სექტემბერს შედგება. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ჟენევის კონსულტაციების მეექვსე რაუნდში პარალელურად მუშაობდა ორი ჯგუფი: ერთში მსჯელობდნენ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე, ხოლო მეორე უმთავრესად ჰუმანიტარული ასპექტების განხილვით იყო დაკავებული, მათ შორის იძულებით ადგილნაცვალი პირებისა და ლტოლვილების მდგომარეობით.
XS
SM
MD
LG