Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობს


ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც საპროტესტო აქციების დროს დარღვევებზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს. ოპოზიციის ლიდერის შეფასებით, „ეს არის კანონი, სადაც პირდაპირ წერია - გაუმარჯოს ომს საქართველოში და მასზე პასუხისმგებლობა სააკაშვილს ეკისრება“. ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, სამოქალაქო ომი ყველაზე დიდი დარტყმა იქნება საქართველოსთვის და ოპოზიცია ამის წინააღმდეგია. მისი აზრით, ამ საკითხზე ხელისუფლებას განსხვავებული პოზიცია აქვს, რადგან პოლიციას ტყვიების სროლას უკანონებს.
XS
SM
MD
LG