Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საგამოძიებო კომისიამ დასკვნის გამოქვეყნების თარიღი გადადო


ევროპის კავშირის თაოსნობით შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც რუსეთ-საქართველოს შარშანდელი ომის გარემოებებს იკვლევს, გადაწყვიტა, გადადოს თავისი დასკვნის გამოქვეყნება. ბრიუსელიდან მიღებული ცნობების თანახმად, კომისიის დასკვნა ივლისის მიწურულის ნაცვლად სექტემბერში გამოქვეყნდება. ამავე ცნობებში ნათქვამია, რომ კომისიის თავმჯდომარეს, შვეიცარიელ დიპლომატს ჰაიდი ტალიავინის მეტი დრო სჭირდება ზოგიერთი ახლად მოძიებული დოკუმენტის შესასწავლად.
XS
SM
MD
LG