Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიის ოფიცერთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელმა იმატა


რუსეთის არმიის ოფიცერთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელმა ბოლო ათი წლის განმავლობაში უმაღლეს ზღვარს მიაღწია - განაცხადა დღეს რუსეთის მთავარმა სამხედრო პროკურორმა სერგეი ფრიდინსკიმ. მისი ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ოფიცერთა დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად დაიღუპა 16, ხოლო დაშავდა 530-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ფრიდინსკის განცხადებით, თუ ეს ტენდენცია უახლოეს ხანში არ შეჩერდა, ახალი ტიპის შეიარაღებული ძალების შექმნის გეგმა გეგმადვე დარჩება.
XS
SM
MD
LG