Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში, უიღურების რეგიონში, აკრძალვის მიუხედავად გაიხსნა მეჩეთები


მიუხედავად აკრძალვისა, დასავლეთ ჩინეთის სინცზიანის რეგიონში მეჩეთები გაიხსნა პარასკევის ლოცვისთვის. მანამდე ჩინეთის ხელისუფლებამ ყველა ადგილობრივი მეჩეთის დახურვის განკარგულება გასცა ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის ფაქტების შემდეგ. ქალაქ ურუმყიში რამდენიმე მეჩეთი გაიხსნა მას მერე, რაც გარეთ ხალხი შეიკრიბა და პარასკევის ლოცვისთვის მეჩეთებში შეშვებას მოითხოვდა. მანამდე ხელისუფლებამ დააგზავნა ცნობა, რომ უიღურებს სახლებში ელოცათ და არ წასულიყვნენ მეჩეთებში. ხუთშაბათს ჩინეთის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ მკაცრად დასჯიან ყველას, ვინც მონაწილეობდა მიმდინარე კვირის დაპირისპირებებში უიღურებსა და ჩინეთის მთავარი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის.
XS
SM
MD
LG