Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია საკნების აღებას აპირებს


აშშ ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის საქართველოში ვიზიტის დროისთვის საკნების შეცვლის საკითხი უკვე მომწიფებული იქნება და სექტემბრიდან ისინი სხვა ფორმით ჩანაცვლდება - განაცხადა „საქართველოს გზის“ ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, “საკნების” აღება არ განხორციელდება ჩუმად, რადგან საკნებმა და პროტესტის ამ ფორმამ ძალიან დიდი როლი შეასრულა. ზურაბიშვილის განცხადებას ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. „ახალმა მემარჯვენე“ მამუკა კაციტაძის აზრით პროტესტის გამოხატვის საკნების ფორმამ საკუთარი თავი უკვე ამოწურა, თუმცა დასძინა, რომ ოპოზიციური პარტიები საკნების აღების თარიღზე ჯერჯერობით არ შეთანხმებულან.
XS
SM
MD
LG