Accessibility links

ევროკომისია ბალკანეთის 3 ქვეყნისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ემხრობა


ევროკომისია დღეს გამოვიდა წინადადებით, იანვრიდან გაუქმდეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმი სერბიის, მაკედონიისა და ჩერნოგორიის მოქალაქეებისთვის. კომისიის განმარტებით, ალბანეთი და ბოსნია ამ სიაში არ შეუყვანიათ პირველ რიგში იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანას არ შეუმუშავებია ბიომეტრული პასპორტების შემოღების სისტემა. ევროკომისიის გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად საჭიროა მისი რატიფიცირება ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანასა და ევროპარლამენტში.
XS
SM
MD
LG