Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგაზეთო წერილი რაფსანჯანის „კანონის დამრღვევთა“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს


თეირანის გაზეთ „კაიჰანის“ მთავარმა რედაქტორმა ჰოსეინ შარიათმადარიმ გაზეთის დღევანდელ ნომერში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ირანის ყოფილი პრეზიდენტი და გავლენიანი სასულიერო პირი, აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი, „კანონის დამრღვევთა“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. გუშინ, პარასკევის ლოცვაში, რომელიც რაფსანჯანიმ თეირანის უნივერსიტეტში აღავლინა, ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ირანელთა დიდი ნაწილი უნდობლად ეკიდება 12 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს და ამ სიტუაციაში აუცილებელია რაღაცის გაკეთება. რაფსანჯანიმ დასძინა, რომ საპატიმროებში ასობით ირანელი დემონსტრანტი იმყოფება და აუცილებელია მათი გათავისუფლება, რათა ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება განიმუხტოს. რაფსანჯანის მიერ ჩატარებულ ლოცვას ათასობით ოპოზიციის მხარდამჭერი დაესწრო.
XS
SM
MD
LG