Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა საქართველოში თავის სამეთვალყურეო მისიას მანდატი გაუგრძელა


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) მანდატი ერთი წლით გაგრძელდა. ეს გადაწყვეტილება მიიღეს დღეს ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ევროკავშირმა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გააგზავნა სადამკვირვებლო მისია. დღეს მინისტრებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს მხარეებს “მთელი სამხედრო ძალების” ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებისაკენ, ხოლო ორი სეპარატისტული რეგიონის ლიდერებს მოუწოდეს, ხელი არ შეუშალონ მათს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ევროკავშირის დამკვირვებლების შესვლას. დღესვე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ მილიბენდის განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, შესაძლოა, მალე ჩაერთონ აშშ-ის მეთვალყურეებიც.
XS
SM
MD
LG