Accessibility links

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას განიხილავს


დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის სხდომაზე სახალხო დამცველის კანდიდატურას განიხილავენ. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე განხილულ იქნება როგორც სახალხო დამცველის კანდიდატურის საკითხი, ასევე “სახალხო დიალოგის” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. წერეთელმა ჯერჯერობით არ დააკონკრეტა, ვინ იქნება სახალხო დამცველის კანდიდატურა და აღნიშნა, რომ კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება. მისი თქმით, კანდიდატურა არ იქნება პარტიული და პოლიტიკური წარსულის მქონე პირი. უმრავლესობა ჯერჯერობით თავს იკავებს სახელისუფლო გუნდის კანდიდატურის დასახელებისგან. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დასახელებულ კანდიდატებს, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ფრაქცია “ძლიერი საქართველოს” კანდიდატი, რომელიც სავარაუდოდ დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება. სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს და საპარლამენტო ფრაქციებს, ასევე, ფრაქციის გარეთ მყოფ დეპუტატთა ექვსკაციან ჯგუფს.
XS
SM
MD
LG