Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში, შესაძლოა, რუსეთის კიდევ ერთი სამხედრო ბაზა გაიხსნას


გავრცელებული ინფორმაციით, ყირგიზეთის უმაღლესი რანგის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და რუსეთი განიხილავენ ყირგიზეთის ტერიტორიაზე მეორე რუსული სამხედრო ბაზის განთავსების შესაძლებლობას. საინფორმაციო სააგენტო “ასოშიეიტიდ პრესის” ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე ადახან მადუმაროვმა განაცხადა, რომ სამხედრო ბაზის შესახებ მოლაპარაკება შაბათს გაიმართება. დღეს კი ყირგიზეთში დაიწყო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი 7 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრეზიდენტების მონაწილეობით. კრემლის ინფორმაციით, პრეზიდენტები იმსჯელებენ სწრაფი რეაგირების ძალების შექმნაზე ივნისში ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებაზე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყირგიზეთისა და რუსეთის გარდა, სომხეთს, ყაზახეთს, ბელორუსიას, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს აერთიანებს.
XS
SM
MD
LG