Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიშკეკში გაიმართა ყირგიზეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია


ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა ფიცის დადებისას თქვა, რომ ბრძოლას გამოუცხადებს სიღატაკესა და კორუფციას. დღეს გაიმართა ბაკიევის მეორე ვადით ინაუგურაციის ცერემონია. ბაკიევის თქმით, მას სურს პირობები შექმნას მყარი განვითარებისთვის, გააძლიეროს ეროვნული უსაფრთხოება და საგრძნობლად გაზრადოს ყირგიზეთში ცხოვრების დონე. ბაკიევმა გასულ კვირაში მოიგო არჩევნები, რომლის შედეგები, ოპოზიციის აზრით, გაყალბებულ იქნა. არჩევნები გააკრიტიკა ეუთომ, რომელიც მეთვალყურეობდა მას. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ყირგიზეთმა ვერ შეასრულა საერთაშორისო ვალდებულებები.
XS
SM
MD
LG