Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან სროლის გამო


ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან სროლის შესახებ მხარეთა ურთიერთბრალდებების გამო ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ მინიტორინგის მისიამ ამ ბრალდებათა დამადასტურებელი კვალი დღეისათვის ვერ აღმოაჩინა. ევროკავშირი ყველა მხარეს სთხოვს, თავი შეიკავოს ნებისმიერი განცხადებისა თუ მოქმედებისგან, რომლმაც ამ განსაკუთრებით დამუხტულ ვითარებაში შესაძლოა, ხელი შეუწყოს დაძაბულობის ზრდას. ევროკავშირმა დაადასტურა, რომ ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ყველა მხარის მონაწილეობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ევროპის კავშირმა კვლავ განაცხადა, რომ მის მეთვალყურეთა მისიას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს შეუფერხებლად შესვლის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
XS
SM
MD
LG