Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ადასტურებს ერაყის საზღვართან სამი ამერიკელის დაკავების ფაქტს


ირანმა დაადასტურა ერაყის საზღვართან სამი ამერიკელის დაკავების ფაქტი. სახელმწიფო მედიის ცნობით, ამერიკელები ”საზღვრის უკანონო გადაკვეთის” გამო დააკავეს. ისინი ამჟამად ქალაქ მარივანის სიახლოვეს იმყოფებიან და მიმდინარეობს გამოძიება. როგორც იუწყებიან, ამერიკელები ერაყისა და ირანის მთიანი საზღვრის მიდამოებში ფეხით მოგზაურობდნენ და საზღვარი უნებლიედ გადაკვეთეს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, ირანს მოუწოდა, ამერიკის მოქალაქეები უვნებლად დააბრუნოს.
XS
SM
MD
LG