Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: საქართველო რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობას ხელს აღარ უშლის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შარშანდელი აგვისტოს მოვლენათა შეფასების გამო წარმოქმნილი უთანხმოება დასავლეთისა და მოსკოვის ურთიერთობის განვითარებას ხელს აღარ უშლის. სერგეი ლავროვის თქმით, დასავლელ პარტნიორებთან ბოლო კონტაქტები ადასტურებს, რომ მათ საქართველოსადმი უკვე სხვა პოზიცია აქვთ. ტელეარხ „ვესტისთან“ ინტერვიუში ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონია და გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ქართულმა ჯარმა ცხინვალზე იერიში მიიტანა. ამავე ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამიერკავკასიაში სიტუაციის შერყევის და მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონფლიქტის პროვოცირების მცდელობად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის მოწოდება, ევროკავშირის მისიაში ამერიკელი მეთვალყურეების ჩართვის შესახებ.
XS
SM
MD
LG