Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევს არ რცხვენია რომ საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებებს პირადად იღებდა


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, შარშან აგვისტოში მშვიდობისთვის საქართველოს იძულების ოპერაციისას გადაწყვეტილებებს პირადად იღებდა და ამის გამო არ რცხვენია. მედვედევის თქმით, მისი განკარგულებები რუსეთის თავდაცვის მინისტრისგან მიღებული ინფორმაციის გააზრებას ეფუძნებოდა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, შარშან ზაფხულში მოსკოვის მოქმედებები ეფექტური იყო და ადამიანების სიცოცხლე დაიცვა. ეს მოსაზრებები დიმიტრი მედვედევმა გამოთქვა დოკუმენტურ ფილმში, რომელსაც დღეს საღამოს ტელეკომპანია „ენტევე“ უჩვენებს. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსკოვი მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან სრულფორმატიან თანამშრომლობას განავითარებს და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარება.
XS
SM
MD
LG