Accessibility links

logo-print

პაკისტანში, სავარაუდოდ, თალიბანის ლიდერი მოკლეს


პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, თალიბანის ლიდერი ბაითულა მეჰსუდი, სავარაუდოდ, მოკლულ იქნა ორი დღის წინ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს. ამ წყაროს ცნობით, წინასწარი ინფორმაცია მიანიშნებს, რომ მეჰსუდი ცოლთან და პირად მცველებთან ერთად დაიღუპა, სვარაუდოდ, შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად. იერიში მიმართული იყო მეჰსუდის ნათესავის სახლის წინააღმდეგ სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი შაჰ მასუდ ყურეშის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე მისვლას აპირებენ მეჰსუდის დაღუპვის შესახებ ცნობის გადასამოწმებლად.
XS
SM
MD
LG