Accessibility links

logo-print

ინგუშეთის პრეზიდენტს 10 აგვისტოს საავადმყოფოდან გაწერენ


რუსეთის ფედერაციაში შემავალი ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტს იუნუსბეკ ევკუროვს 10 აგვისტოს საავადმყოფოდან გაწერენ. ამის შესახებ ევკუროვის პრესმდივანი იუწყება. ინგუშეთის პრეზიდენტი მძიმედ დაიჭრა 22 ივნისს, როცა დაუდგენელმა პირებმა მისი მანქანა ააფეთქეს. მას შემდეგ ევკუროვი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობს. პრესმდივანს არ დაუზუსტებია, როდის დაბრუნდება ევკუროვი ინგუშეთში.
XS
SM
MD
LG