Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა ჯგუფი არ მიუშვეს კოსოვოელი ალბანელების ოჯახში გამოსაძიებლად


ადამიანის უფლებათა დამცველების საგამომძიებლო ჯგუფს, რომელიც იძიებს კოსოვოში 1999 წელს სერბი სამოქალაქო პირების გატაცებისა და ორგანოების ამოსაცლელად მათი მკვლელობის გარემოებებს, ხელი შეუშალეს ალბანურ ოჯახთან შეხვედრაში. განრისხებულმა სოფლელებმა კატუჩების ოჯახისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს ევროპის საბჭოს ჯგუფს, რომელსაც ალბანეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ახლდნენ თან. მანამდე ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ “არასოდეს მიუყენებიათ ვინმესთვის ზიანი” და მოითხოვეს შელახული რეპუტაციის გამოსწორება. 2004 წელს მათ სახლში გაერომ ჩაატარა გამოძიება, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა სისხლის ლაქები და დამარხული შპრიცები. ბოლოს ეს საქმე მტკიცებულებების ნაკლებობის გამო დაიხურა მას მერე, რაც სოფლის მოსახლეებმა ოფიციალურ პირებს არ მისცეს ახლომდებარე საფლავების გათხრის უფლება.
XS
SM
MD
LG