Accessibility links

logo-print

ვლადიმირ პუტინი აფხაზეთში ჩავიდა


დღეს აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ამ ვიზიტამდე განაცხადა, რომ 504 მილიონი დოლარი მოხმარდება რეგიონის თავდაცვას. ეს ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრებისა და ამ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების აღჭურვილობის გაძლიერებას. საქმე ეხება პუტინის პირველ ვიზიტს აფხაზეთში რუსეთის მიერ შარშან აგვისტოში ამ რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. როგორც პუტინმა აფხაზ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, “დღეს პრაქტიკულად მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა სიმართლე, აღიარა, რომ აგრესორი იყო სწორედ საქართველოს ხელმძღვანელობა, ხოლო მსხვერპლი იყვნენ სამხრეთელი ოსები და აფხაზეთის მოსახლეობა”. პუტინმა განაცხადა აგრეთვე, რომ რუსეთი მომავალ წელს დამატებით 2,5 მილიარდ რუბლს მიაწვდის აფხაზეთს მისი ბიუჯეტისთვის.
XS
SM
MD
LG