Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვანში ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართა


სოფელ დვანში გაიმართა ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, რომელშიც თბილისის, ცხინვალის, რუსული სამხედრო სარდლობის და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, ოსურმა და რუსულმა მხარეებმა აღიარეს, რომ ბოლო პერიოდში კონფლიქტის ზონაში სროლა სწორედ ოკუპირებული ტერიტორიიდან განახლდა და პირობა დადეს, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება. მაისის შემდეგ შეწყვეტილი შეხვედრების განახლების გამო, კმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელმა ჰანს იორგ ჰაბერმა. ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფების შემდეგი შეხვედრა პირველ სექტემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG