Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში არჩევნებისწინა სატელევიზიო დებატები გაიმართა


საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო დებატებში, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა. რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის მასპინძლობით გამართულ ორსაათიან დებატებში, კარზაისთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მისმა მთავარმა მეტოქეებმა, ორმა ყოფილმა მინისტრმა, რამაზან ბაშარდოსტმა და აშრაფ ღანიმ. ორივემ გააკრიტიკა კარზაი მისი მთავრობის უუნარობის გამო, დაძლიოს კორუპცია და უზრუნველჰყოს უსაფრთხოება ქვეყანაში, რომელშიც ომი მძვინვარებს. კარზაიმ პირობა დადო, რომ ის დააჩქარებს შერიგების პროცესს თალიბანთან და სხვა შეიარაღებულ ჯგუფებთან, თუკი მას 20 აგვისტოს პრეზიდენტად აირჩევენ. მისი თქმით, ახლა ავღანეთში, კარგი პირობებია შერიგებისთვის. ამ მხრივ ურთიერთგაგება განვითარდა ისლამურ სამყაროსთან, საუდის არაბეთთან, ისევე როგორც აშშ-თან, თქვა მან. ამერიკას და ნატოს ესმით მშვიდობის მნიშვნელობა, და ამას, უფრო მოიტანს შერიგება ავღანელებს შორის, ვიდრე ბრძოლა.
XS
SM
MD
LG