Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ დსთ დატოვა


დღეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის ერთწლიანი პროცესი ოფიციალურად დასრულდა. საქართველომ დსთ-ს შემადგენლობა დატოვა, თუმცა მზადაა დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე განაგრძოს. საქართველო დსთ-ს წევრი 1993 წლის დეკემბერში გახდა. თანამეგობრობიდან გასვლის გადაწყვეტილება კი 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში იქნა მიღებული. თანამეგობრობის დატოვების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტში განცხადება გასული წლის 18 აგვისტოს შეიტანა.
XS
SM
MD
LG