Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უდიდეს ჰიდროელექტროსადგურში მომხდარი ავარიის მიზეზი კვლავ უცნობია


მაშველებმა საიანო-შუშენსკაიას ელექტროსადგურში ორშაბათს მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, ავარიას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 62 კი - უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული. ხაკასიის რესპუბლიკაში, სადაც რუსეთის უდიდესი ჰიდროელექტროსადგური მდებარეობს, დღეს გლოვაა გამოცხადებული. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმატკომ ავარიას მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და გაუგებარი უწოდა და განაცხადა, რომ რაიმე დასკვნის გამოტანა სახელმწიფო კომისიის მუშაობის დასრულებამდე ნაადრევია. მინისტრის ცნობით, ჰიდროელექტროსადგურის დაზიანებული ნაწილის აღდგენას დაახლოებით 40 მილიარდი რუბლი დასჭირდება.
XS
SM
MD
LG