Accessibility links

logo-print

მექსიკა მცირე რაოდენობით ნარკოტიკების შენახვის ლეგალიზებას ახდენს


მექსიკამ მცირე რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ლეგალიზება მოახდინა იმ საბაბით, რომ უმჯობესია ისედაც შეზღუდული რესურსი ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას მოხმარდეს. პრესაში გამოქვეყნებული ცნობების თანახმად, მექსიკელებს შეეძლებათ კანონიერად იქონიონ ხუთ გრამამდე მარიხუანა, 500 მილიგრამამდე კოკაინი, ორი გრამამდე ოპიუმი და 50 მილიგრამამდე ჰეროინი, სხვა ნივთიერებებს შორის. ახალ კანონს, რომელსაც პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი უჭერდა მხარს, კონგრესში მწვავე წინააღმდეგობა შეხვდა, თუმცა ის მაინც მიიღეს. ნარკოტიკებთან დაკავშირებული ძალადობის შედეგად მექსიკაში ათასობით ადამიანი იქნა მოკლული 2006 წლის შემდეგ - მას მერე, რაც კალდერონმა ნარკოტიკების კარტელებთან ბრძოლა გაააქტიურა.
XS
SM
MD
LG