Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებზე დაკავებული მეზღვაურები ადვოკატებს შეხვდებიან


ფილიპინებში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს ადვოკატები სავარაუდოდ დღეს შეხვდებიან, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფილიპინების პოლიციის მიერ დაკავებული საქართველოს 13 მოქალაქე ამჟამად მანილის საემიგრაციო ბანაკში, ნორმალურ პირობებში იმყოფება. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომლის ეკიპაჟის წევრები ქართველი მეზღვაურები არიან, ფილიპინების პოლიციამ გასულ კვირაში , იარაღის კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა.
XS
SM
MD
LG