Accessibility links

logo-print

ძუარიკალუ-ცხინვალის გაზსადენი კანონგარეშეა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალში „ძუარიკაუ-ცხინვალის“ გაზსადენის საქართველოს თანხმობის გარეშე გახსნას საქართველოს სუვერენიტეტის შელახვად აფასებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზსადენის გახსნა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლს, რომელიც მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციის ფარგლებს უქვემდებარებს საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების, საქართველოს ერთიანი ენერგეტიკული სისტემისა და რეჟიმის რეგულირებას. სამინისტროს განმარტებით, გაზსადენის გახსნით დაირღვა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონიც. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მკაცრ პროტესტს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობისა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის კიდევ ერთ უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში. რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელი „ძაურიკაუ-ცხინვალის“ გაზსადენი 26 აგვისტოს, რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ერთ წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა.
XS
SM
MD
LG