Accessibility links

ბაღაფშმა ქართული გემების განადგურება ბრძანა


სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტს იმ ქართული გემების განადგურება უბრძანა, რომლებიც აფხაზეთის „ტერიტორიულ წყლებში“ შევლენ - ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. „ეს ნაბიჯი საქართველოს მხრიდან დაუსრულებელი მეკობრული ქმედებებით არის ნაკარნახევი“, - თქვა ბაღაფშმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში განლაგებული რუსული ხომალდები ქართველი გემების წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ბაღაფშს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სამხედრო-საზღვაო რესურსები გააჩნია აფხაზეთს მისი ბრძანების შესასრულებლად.

XS
SM
MD
LG