Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე დაიღუპა


ავღანეთში დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოადგილე, აბდულა ლაღმანი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება აღმოსავლეთში მდებარე ლაღმანის პროვინციაში მოეწყო და, ლაღმანის გუბერნატორის პრეს-მდივნის ინფორმაციით, 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის იყო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ისევე როგორც პროვინციის რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი. თავდამხსმელმა აფეთქება მოაწყო მეჩეთთან ქალაქ მეჰტერლამში. იერიშისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG