Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრგვალი მაგიდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე


კავკასიაში კრიზისის შედეგების დაძლევის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი კომისიის ორგანიზებით თბილისში, სასტუმრო ”რედისონში” მიმდინარეობს ”მრგვალი მაგიდა”, რომელზეც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ პრობლემებს განიხილავენ. ”მრგვალი მაგიდის” მსჯელობის საგანია ისეთი საკითხები, როგორებიცაა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება, სავიზო რეჟიმის გაუქმება, ეთნიკური კონფლიქტების მოგვარება და ლტოლვილთა დაბრუნება. დისკუსიაში ექსპერტებთან და პოლიტოლოგებთან ერთად მონაწილეობს ”რია ნოვოსტის” დსთ-სა და ბალტიის ქვეყნების მთავარი დირექციის რედაქტორი ალან კასაევი. მისი კოლეგები, ტელეკომპანია ”ОРТ”-ს გადაცემის ”Судите сами”-ის წამყვანი მაქსიმ შევჩენკო და გაზეთ ”იზვესტიას” მთავარი რედაქტორი ვლადიმირ მამონტოვი გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მესაზღვრეებმა არ შეუშვეს. ამის მიზეზად ჟურნალისტების მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის მე-14 მუხლის დარღვევა დასახელდა. შევჩენკო და მამონტოვი აფხაზეთში თბილისის ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG