Accessibility links

logo-print

რუსეთი საქართველოს აფრთხილებს, ნუ განახორციელებს აფხაზეთის "საზღვაო ბლოკადას"


რუსეთის საგარეო უწყების პრეს-მდივან ანდრეი ნესტერენკოს განცხადებით, საქართველოს მცდელობას, ხელი შეუშალოს აფხაზეთის სანაპიროზე უცხოური გემების მისვლას, შესაძლოა სამხედრო ინციდენტები მოჰყვეს. დღეს, ტელევიზიით ნაჩვენებ კომენტარში ნესტერენკოს არ გამოუთქვამს პირდაპირი მუქარა, მაგრამ მისი თქმით, აფხაზეთისთვის საზღვაო ბლოკადის მოწყობის მცდელობას, შესაძლოა, სერიოზული შეიარაღებული ინციდენტი მოჰყვეს. სეპარატისტების ხელისუფალთა განცხადებით, საქართველომ აფხაზეთის მიმართულებით წელს შავ ზღვაში 23 გემის სვლა შეაჩერა. საქართველოს განცხადებით, ეს გემები უკანონოდ იმყოფებოდნენ რეგიონში.
XS
SM
MD
LG