Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყი დამატებით ათასობით პოლიციელს აგზავნის სირიასთან საზღვარზე


ერაყმა დამატებით ათასობით პოლიციელის განთავსება დაიწყო სირიასთან საზღვარზე, რათა ხელი შეუშალოს მეამბოხეების შეჭრას ერაყში თავდასხმების განსახორციელებლად. გენერალ-მაიორ ტარიკ იუსეფის განცხადებით, შესაბამისი განკარგულება ამ კვირაში გასცა პირადად პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ. მალიკის მთავრობა, რომელშიც შიიტები დომინირებენ, სირიაში დაფუძნებულ სუნიტ ექსტრემისტებს სდებს ბრალად, რომ კავშირი აქვთ 19 აგვისტოს აფეთქებებთან. ამ აფეთქებებმა, რომლებიც ერაყის სამინისტროებთან განხორციელდა, 100-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG