Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბულში წყალდიდობამ 20-მდე ადამიანი შეიწირა


სტამბულის მერის, მუამარ გულერის განცხადებით, ქალაქში წყალდიდობის შედეგად დაღუპულების რიცხვი 20-მდე გაიზარდა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. გულერის თქმით, მოსალოდნელია, რომ ძლიერი წვიმები სტამბოლში მთელი კვირა გაგრძელდება და ხელისუფლება წინასწარ ზომებს მიმართავს. კოკისპირულმა წვიმებმა სამშაბათს გამოიწვია წყალდიდობა ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში. იუწყებიან შენობებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ.
XS
SM
MD
LG