Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი კმაყოფილია ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დღეს მიესალმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომელთა შესაბამისადაც თვით კარზაი ლიდერობს. დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ სამშაბათს გაავრცელა განცხადება, რომ საარჩევნო ხმების 90 პროცენტზე მეტის დათვლის შედეგებით, ლიდერობს კარზაი ხმების 54 პროცენტით. მას მოჰყვება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულაჰ აბდულაჰი, რომელსაც ხმების 28 პროცენტი ერგო. მეორე მხრივ, საარჩევნო საჩივართა კომისიის განცხადებით, მან არჩევნების გაყალბების აშკარა და დამაჯერებელ სამხილებს მიაგნო.
XS
SM
MD
LG