Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 33-ს მიაღწია


ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში მომხდარი წყალდიდობის მსხვერპლთა რაოდენობამ 33-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, 27 ადამიანი დაიღუპა სტამბულში, ხოლო კიდევ ექვსი - თექირდაგის პროვინციაში. რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტამბულში წყალქვეშ აღმოჩნდა 70-მდე სახლი, თექირდაგში ნიაღვარმა ხიდი წაიღო. ალანიაში გრიგალმა სახურავები მოგლიჯა რამდენიმე ადმინისტრაციულ შენობასა და სასტუმროს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, სამაშველო სამუშაოებში სამხედრო ვერტმფრენებსა და ტანკებს იყენებენ.
XS
SM
MD
LG