Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება 1 ოქტომბერს დაიწყება


ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება ირანის მოლაპარაკება გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრთან და გერმანიასთან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერ ხავიერ სოლანას ოფისმა დაადასტურა, რომ სოლანა 1 ოქტომბერს შეხვდება ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელ საიდ ჯალილის. ინფორმაცია მოლაპარაკების დაწყების შესახებ დღეს უფრო ადრე გაავრცელა ირანის მედიამ. ირანთან მოლაპარაკების წარმოება სოლანას აქვს დავალებული გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისა და გერმანიისაგან. მოლაპარაკების ადგილი ჯერ არ დადგენილა. ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მარტო ენერგიის გამომუშავებას ემსახურება და არა ბირთვული იარაღის დამზადებას, როგორც ამას დასავლეთი შიშობს. გაეროს ირანის წინააღმდეგ სანქციები აქვს დაწესებული იმის გამო, რომ ირანი არ ასრულებს მოთხოვნას, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს იარაღის დამზადებას.
XS
SM
MD
LG