Accessibility links

logo-print

საქართველოს დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა


ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ემზადებიან. საქართველოს დელეგაცია უკვე გაემგზავრა შვეიცარიაში, სადაც კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონსულტაციების მე-7 რაუნდი 17 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია შედიან. ქართული მხარე, სხვა საკითხებთან ერთად, ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ბოლო რეზოლუციის რეკომენდაციების შესრულების საკითხს, რაც სეპარატისტულ რეგიონებში დევნილთა დაბრუნების გრაფიკის შემუშავებას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG