Accessibility links

logo-print

ბელორუსიას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია


ბელორუსის პარლამენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს ოქტომბერში განიხილავს. ამ შინაარსის განცხადება ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ 15 სექტემბერს გააკეთა, - იტყობინებიან რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები. ლუკაშენკას თქმით, ბელორუსიაზე ამ მხრივ ”წნეხს აზრი არ აქვს”, თუნდაც ”მოძმე ქვეყნების” მხრიდან. ”...ჩემი შეხედულების ფორმირება ხალხის მოსაზრების შესაბამისად ხდება. შესაბამისად, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც პარლამენტი თავის პოზიციას გამოხატავს და ეს მოხდება საზოგადოებრივ აზრზე დაყრდნობით”, - აღნიშნა ბელორუსიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ”დრო აჩვენებს, თუ როგორ განვითარედება მოვლენები.”
XS
SM
MD
LG