Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში შეტაკებები მოხდა ყუდსის დღისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე


ირანიდან მიღებული ცნობების თანახმად, მკაცრი კურსის მომხრეები ფიზიკურად დაესხნენ თავს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ზომიერ პოლიტიკოსად ცნობილ მოჰამად ხათამის. თეირანში, მთავრობის მიერ სანქცირებულ დემონსტრაციაზე, მსვლელობის მონაწილეებმა ხათამის წაქცევა სცადეს, რის შემდეგაც მას იქაურობის დატოვება მოუხდა. ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოს, ირნას ცნობით, მსვლელობის დატოვება მოუხდათ, აგრეთვე, საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატებს, ჰოსეინ მუსავისა და მეჰდი ქარუბის, რომლებსაც ასევე შეუტია "გაბრაზებულმა ხალხმა". დემონსტრაციის მონაწილეებმა ე.წ. "ყუდსის დღე" აღნიშნეს, რითაც პროტესტი გამოხატეს ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიების ოკუპაციის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG