Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაიმ თალიბებს ზეთისხილის რტო გაუწოდა


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დღეს, მუსულმანების დღესასწაულ ეიდ ალ-ფიტრის დაწყების აღსანიშნავად, ზეთისხილის რტო გაუწოდა თალიბებს. მან მოუწოდა მეამბოხეებს, შეწყვიტონ "ბრძოლა, საკუათრი ქვეყნის ნგრევა და საკუთარი ხალხის კვლა." კარზაის თქმით, ისინი უნდა თავთავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ და მშვიდობაში იცხოვრონ. კარზაიმ დასძინა, რომ თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება დადასტურდება, ის თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს. მანამდე თალიბების ლიდერმა, მოლა ომარმა გააფრთხილა ავღანეთში განლაგებული უცხოური ჯარები, რომ აუცილებლად განიცდიან მარცხს.
XS
SM
MD
LG