Accessibility links

ვალდნერმა იუნესკოს ხელმძღვანელის პოსტზე თავისი კანდიდატურა მოხსნა


ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა იუნესკოს გენერალური დირექტორის პოსტზე თავისი კანდიდატურა მოხსნა. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციაში ავსტრიის დელეგაციამ ვალდნერის კანდიდატურის მოხსნის შესახებ ცნობა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მისი არჩევის ალბათობა შემცირდა. ერთ-ერთ ძლიერ კანდიდატად ითვლება ეგვიპტის კულტურის მინისტრი ფარუკ ჰოსნი, რომლის მიმართაც არსებობს გაკრვეული წინააღმდეგობა მისი ანტი-ებრაული განცხადებების გამო. მაგალითად, გასულ წელიწადს მან განაცხადა, რომ ის პირადად დაწვავს ნებისმიერ ებრაულ წიგნს, რომელიც ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდება.
XS
SM
MD
LG