Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთი სტიქიამ დააზარალა


ბოლო დღეების ძლიერმა წვიმებმა კახეთის რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა. მინარეები თითქმის ყველა რაიონში ადიდდა. სიღნაღის რაიონის სოფელ ერის იმედში მდინარე ბელაქანჩაიმ საავტომობილო გზა დააზიანა. ყვარლის რაიონის სოფლებში - ახალსოფელსა და შილდაში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და ვენახები. სტიქიამ დაანგრია სოფელ ბალღოჯიანის და სოფლების - საბუესა და შილდის დამაკავშირებელი ხიდი, წააქცია ელექტროგადამცემი ხაზები, დაანგია სასმელი წყლის სათავე ნაგებობები. სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი პრაქტიკულად მთელი რაიონი. მდინარეები ადიდდა გურჯაანისა და ახმეტის რაიონებშიც. გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემთან დაკავშირება მხოლოდ ბილიკებითაა შესაძლებელი, რადგან დანგრეულია სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. ახმეტის რაიონის სოფელ შახვეტილაში მეწყერი ჩამოწვა, რაც საფრთხეს უქმნის როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე სოფლის სასაფლაოს. იქაურები შიშობენ, რომ თუკი წვიმები გაგრძელდება, ჩამოწოლილი მიწა მთას მთლიანად მოწყდება და საფლავებს მდინარეში ჩაიტანს. სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა გადაუღებელი წვიმის გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
XS
SM
MD
LG