Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალი ომბუდსმენი მუშაობას შეუდგა


ახალი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. მას მუშაობა 17 სექტემბრიდან უნდა დაეწყო, თუმცა უცხოეთში ყოფნის გამო, საქმიანობის დაწყების გადადება მოუხდა. “ჩემთვის საყურადღებოა ყველა სფერო, სადაც კი შეიძლება ირღვეოდეს ადამიანის უფლება. ძალიან ხშირად არის, რომ გამოყოფენ ხოლმე რომელიმე სფეროს განსაკუთრებულად. ჩემთვის ეს მაინცდამაინც არ არის, ასე ვთქვათ, მიზანშეწონილი. არის სფეროები, სადაც ისეთმა პრობლემამ შეიძლება წამოყოს თავი, რომ საერთოდ არ ელოდები”, განაცხადა ტუღუშმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. წინა ომბუდსმენს, სოზარ სუბარს უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა. გიორგი ტუღუში სახალხო დამცველის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა.
XS
SM
MD
LG