Accessibility links

logo-print

მედვედევის თქმით, ზოგ შემთხვევაში ირანის მიმართ "სანქციები გარდაუვალია“


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი. კრემლის ლიდერის განცხადებით, ის და მისი ამერიკელი კოლეგა ბარაკ ობამა ორ ქვეყანას შორის გაუმჯობესებული ურთიერთობის უაღრესად მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევენ ბირთვული არსენალის გამჭვირვალე და შეუქცევად შემცირებას. ირანის საკითხზე საუბრისას, მედვედევმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ირანს უნდა დაეხმაროს ბირთვული იარაღის თაობაზე „სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“ და რომ ამგვარი იარაღის შექმნის უფლება თეირანს არ უნდა მიეცეს. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, აგრეთვე, რომ „ზოგ შემთხვევაში სანქციები გარდაუვალია“. მანამდე, თავის გამოსვლაში, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ თუ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე ხელს არ აიღებს, დღის წესრიგში სანქციების შემოღების საკითხი უნდა დადგეს.
XS
SM
MD
LG