Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კომპანია “ავტოვაზი” 27 600 სამუშაო ადგილის გაუქმებას აპირებს


რუსეთის გიგანტურ ავტომწარმოებელ კომპანია “ავტოვაზის” ხელმძღვანელობის განცხადებით, წელს მუშა-მოსამსახურეების მეოთხედზე მეტს დაითხოვენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ გაუქმდება 27 6007მდე სამუშაო ადგილი. “ავტოვაზი”, რომელიც “ლადას” აწარმოებს, ამჟამად 65-პროცენტიანი დატვირთვით მუშაობს ეკონომიკური დაღმასვლის შედეგად ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის მკვეთრად შემცირების გამო. “ავტოვაზის” 25 პროცენტის მფლობელია ფრანგული კომპანია “რენო”.
XS
SM
MD
LG