Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიტსბურგში დასრულდა „დიდი ოცეულის“ სამიტი


აშშ-ის ქალაქ პიტსბურგში დასრულდა „დიდი ოცეულის“ სამიტი. ორდღიანი შეხვედრის მსვლელობაში მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის არის შეთანხმება გლობალური საფინანსო სექტორის რეგულირების გარდაქმნის შესახებ, მათ შორის ბანკების ხელმძღვანელთათვის პრემიების გადახდის სისტემის შეცვლაზე. შეხვედრის მონაწილეებმა მოილაპარაკეს, აგრეთვე, რომ მსოფლიოს ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში გაიზრდება განვითარებადი ქვეყნებისა და თვით „დიდი ოცეულის“ როლი. შეხვედრის შედეგად მიღებულ კომუნიკეში საუბარია აქამდე მიღებული ანტიკრიზისული ზომების წარმატებაზე და გამოთქმულია განზრახვა, ყველაფერი გაკეთდეს საიმისოდ, რათა მსოფლიო ეკონომიკის განვითარება კრიზისების გარეშე მოხდეს. „დიდი ოცეულის“ შემდეგი სამიტი 2010 წლის ივნისში, კანადაში გაიმართება.
XS
SM
MD
LG