Accessibility links

logo-print

მილიციელებმა გროზნოში ორი მეამბოხე მოკლეს


გროზნოში, ორ სხვადასხვა ინციდენტში, მოკლულ იქნა ორი მეამბოხე. ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, „ინტერფაქსის“ სააგენტო იუწყება, რომ ერთ შემთხვევაში მილიციელებმა სცადეს, დაეკავებინათ შეიარაღებული პირი, რომელმაც მათ ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცველებმა იგი საპასუხო ცეცხლით მოკლეს. მეორე ინციდენტში უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა მილიციის თანამშრომლებს. მიღებული ცნობების თანახმად, ისიც საპასუხო ცეცხლით მოკლეს. მოკლულთა ვინაობა დგინდება.
XS
SM
MD
LG