Accessibility links

პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება


პორტუგალიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, ლიდერობენ მმართველი სოციალისტები პრემიერ-მინისტრ ჟოზე სოკრატეშის მეთაურობით. ისინი დაახლოებით 7 პროცენტით უსწრებენ მთავარ მეტოქეს - სოციალ-დემოკრატებს. სულ პარლამენტში ადგილებისთვის იბრძვის 16 პარტია. ვარაუდობენ, რომ ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად საჭირო უმრავლესობის მოპოვებას, და მომავალი კაბინეტი კოალიციური იქნება.
XS
SM
MD
LG