Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის პოლიციამ დააპატიმრა ცნობილი კინორეჟისორი რომან პოლანსკი


ციურიხის კონოფესტივალის ორგანიზატორთა თქმით, შვეიცარიის პოლიციამ დააპატიმრა ცნობილი კინორეჟისორი რომან პოლანსკი, რომელიც ფესტივალზე დასასწრებად ჩავიდა შვეიცარიაში. ორგანიზატორთა თანახმად, პოლანსკი დააპატიმრეს მის წინააღმდეგ შეერთებულ შტატებში 31 წლის წინ აღძრული საქმის გამო. შეერთებულ შტატებში მისი დაპატიმრების ორდერი გაიცა მას მერე, რაც მას 1978 წელს 13 წლის გოგონასთან ჰქონდა სექსი. პოლანსკი ფესტივალზე ჩავიდა ჯილდოს მისაღებად. შვეიცარიის ხელისუფლება შეერთებული შტატებიდან ელოდება მისი ექსტრადიციის მოთხოვნას.
XS
SM
MD
LG